წესდება

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი

საზოგადოებრივი დამცველი (შემოკლებითსადა)

მუხლი 1

ზოგადი დებულებები

1.1.    „საზოგადოებრივი დამცველი“ („სადა“)  წარმოადგენს საქართველოს   სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად შექმნილ წევრობაზე დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს (შემდგომში-ორგანიზაცია), რომელიც თავის საქმანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო ნორმების, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესდების შესაბამისად.

1.2.          სუბიექტი წარმოშობილად ითვლება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

1.3.         საზოგადოების სახელწოდება: „საზოგადოებრივი დამცველი“ („სადა“)

1.4.       სამართლებრივი ფორმა: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი

1.5.    იურიდიული მისამართი: თბილისი, მცხეთის ქ N1, ბ.28

1.6. ორგანიზაციის ელექტრონული ფოსტის მისამართი:   გეორგიან.ნგოცოალიტიონ@ყაჰოო.ცომ

1.7.   ორგანიზაცია არასამეწარმეო იურიდიული პირს წარმოადენს, რომელსაც აქვს მრგვალი ბეჭედი, ანგარიშსწორება საბანკო დაწესებულებებში;

1.8. ორგანიზაცია ფლობს განკერძოებულ ქონებას, უფლებამოსილია განახორციელოს საკუთარი ქონებრივი და არაქონებრივი უფლებები და მოვალეობები, დადოს ხელშეკრულებები, გარიგებები, გამოვიდეს მოსარჩელედ ან მოპასუხედ სასამართლოში;

1.9.   ორგანიზაცია იძენს იურიდიული პირის უფლებებს კანონით დადგენილი წესით რეგისტრაციის მომენტიდან.

1.10.  ორგანიზაციას უფლება აქვს მოქმედი კანონმდებლობით დააფუძნოს რეგიონალური ფილიალები/წარმომადგენლობები, კერძოდ კახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, გურიაი, იმერეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, რომლებიც ორგანიზაციის მიერ დამტკიცებულ წესდებით იმოქმედებენ.

1.11.   ორგანიზაციას შეუძლია დაიცვას და წარმოადგინოს თავისი წევრების კანონიერი ინტერესები სახელმწიფო ორგანიზაციებსა და სამართალდამცავ ორგანოებში:

1.12. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი თავისი წევრის (წევრების), აგრეთვე ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მდგომარეობისაგან დამოუკიდებელია. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მისი ქონებით. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ვალდებულებებისათვის მისი წევრები, აგრეთვე მისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი (პირები) პასუხს არ აგებენ. ასევე არ აგებს პასუხს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი საკუთარი წევრების, აგრეთვე თავისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) ვალდებულებებისათვის.

1.13.    საზოგადოების საქმიანობის მიზნები და ამოცანები:

1.13.1.  ხელი შეუწყოს ქვეყანაში (რეგიონში) დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას, კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას და განათლებას ადამიანის უფლებათა სფეროში;

1.13.2.  სოციალური, პოლიტიკური, ეთნიკური და რელიგიური კონფლიქტების წარმოშობისა და ესკალაციის მიზეზებისა და ხელშემწყობი ფაქტორების სისტემური კვლევა და ანალიზი, მათი გამოვლენის, ესკალაციის კონსტრუქციული მიმართულებით მართვისა და მოგვარებისათვის ხელის შეწყობა;

1.13.3.  საქართველოში დემოკრატიული, ღია, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების ხელის შეწყობა;

1.13.4.  საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა, მისი აქტიურად ჩაბმის უზრუნველყოფა ქვეყნის საარჩევნო პროცესში და არჩევნებისას სადამკვირვებლო მისიების, მონიტორინგის განხორციელება;

1.13.5.  კვლევების, სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება, ასევე სამეცნიერო, საგანმანათლებლო და საინფორმაციო საქმიანობის განხორციელება;

1.13.6.  სხვადასხვა მიზნებისათვის გრანტების, ჰუმანიტარული დახმარების, შემოწირულობების მირება და გაცემა;

1.13.7.  ადამიანების უფლებების დაცვა ყველა ადმინისტრაციულ ორგანოში, კერძო პირებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობებში, ასევე შიდა და საერთაშორისო სასამართლოებში;

1.13.8.  მომხმარებელთა უფლებების დაცვა;

1.13.9.  პაციენტთა უფლებების დაცვა;

1.13.10. პატიმართა უფლებებს დაცვა;

1.13.11. ახალგაზრდების საზოგადოებაში დამკვიდრებისათვის ხელის შეწყობა;

1.13.12. მიგრანტების და ლტოლვილების უფლებების დაცვა და მათი ინტეგრაცია;

1.14.   არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი უფლებამოსილია ეწეოდეს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას, რომლიდან მიღებული მოგებაც უნდა მოხმარდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიზნების რეალიზებას.  ასეთი საქმიანობის შედეგად მიღებული მოგების განაწილება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლებს, წევრებს, შემომწირველებს, აგრეთვე ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებს შორის დაუშვებელია.

1.15.  არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება შესაძლებელია, თუ გასხვისება ემსახურება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობას, მის ორგანიზაციულ განვითარებას, ხელს უწყობს მისი მიზნების განხორციელებას ან ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს.

მუხლი 2

საზოგადოების დამფუძნებლები

2.1.   საზოგადოების დამფუძნებლები არიან:

მუხლი 3

ორგანიზაციის წევრობა, წევრთა უფლებამოვალეობანი

3.1    ორგანიზაცია ორგანიზაცია ყალიბდება წევრობის ინდივიდუალური და კოლექტიური ფორმებით;

3.2    ორგანიზაციის წევრი შეიძლება იყოს, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის სრულწლოვან ასაკს მიღწეული ფიზიკური და კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული იურდიული პირი, რომელიც აღიარებს ორგანიზაციის წესდებას და სურვილი აქვს თავისი წვლილი შეიტანოს ორგანიზაციის მიერ დასახული მიზნებისა და ამოცანების განხორციელებაში. ორგანიზაციის წევრობის მსურველი წერილობითი განცხადებით მიმართავს ორგანიზაციის გამგეობას. აღნიშნული განცხადების საფუძველზე წევრად მიღების საკითხი განიხილება გამგეობის სხდომაზე;

3.3    ორგანიზაციის წევრს უფლებამოსილება უწყდება:

3.3.1.  პირადი წერილობითი განცხადების საფუძველზე;

3.3.2.  თუ იგი უხეშად არღვევს ორგანიზაციის წესდებით მასზედ დაკისრებულ მოვალეობებს;

3.3.3.  თუ მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება ორგანიზაციის მიზნებს;

3.3.4.  გარდაცვალებისას;

3.3.5.  ორგანიზაციის ლიკვიდაციის შემთხვევაში;

3.3.6.  სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში;

3.3.7.  მისი ქმედუუნაროდ ცნობის თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან;

3.4    ორგანიზაციის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გამგეობა;

3.5    ორგანიზაციის წევრებს უფლებაAაქვთ:

3.5.1.  მიიღონ მონაწილეობა ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვაში, მისი გეგმების, პროგრამების, პროექტებისა და ღონისძიებების შემუშავებასა და განხორციელებაში;

3.5.2.  აირჩიონ და არჩეულ იქნან ორგანიზაციის მართვის ორგანოებში;

3.5.3.  შეიტანონ წინადადებები და რეკომენდაციები გამგეობაში ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებით;

3.5.4.  მიიღონ ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ ყოველგვარი ინფორმაცია და ასევე ინფორმაცია ხელმძღვანელი ორგანოებისაგან მათი საქმიანობის შესახებ;

3.5.5.  ორგანიზაციას მოსთხოვონ დახმარება, რომ დაიცვან მათი ინტერესები;

3.5.6.  თავისუფლად გავიდნენ ორგანიზაციიდან.

3.6    ორგანიზაციის წევრს საერთო კრების გადაწყვეტილებით, შეიძლება მიენიჭოს საპატიო წევრის სტატუსი;

3.7    ორგანიზაციის წევრები მოვალენი არიან:

3.7.1.  მონაწილეობა მიიღონ ორგანიზაციის საქმიანობაში, დაიცვან ამ წესდების დებულებები;

3.7.2.  თავიანთი შესაძლებლობების მიხედვით გაუწიონ ორგანიზაციას მატერიალური (ფინანსური) და ინტელექტუალური დახმარება;

3.8    ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობა არ ართმევს დამოუკიდებლობას მასში შემავალ წევრებს.

მუხლი 4

ორგანიზაციის ქონება და ფინანსები

4.1    ორგანიზაციის ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები და სხვა ფასეულობანი, რომლებიც საჭიროა ამ    წესდებით გათვალისწინებული საქმიანობის უზრუნველსაყოფად;

4.2    ორგანიზაციის სახსრებს ქმნის:

4.2.1.  შემოწირულობები და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ფონდებიდან მიღებული გრანტები;

4.2.2.  ორგანიზაციის ძირითადი და მიზნობრივი პროექტებისა და პროგრამების რეალიზაციით მიღებული შემოსავლები;

4.3    ორგანიზაციას შეუძლია საკუთრებაში იქონიოს შენობები, საცხოვრებელი ფართი, მოწყობილობა, ინვენტარი, სატრანსპორტო საშუალებები, ფულადი სახსრები, ფასიანი ქაღალდები და სხვა ქონება, რომელიც საჭიროა ორგანიზაციის წესდებით გათვალისწინებული ამოცანების შესასრულებლად;

4.4    ფულადი სახსრების ხარჯვა ხორციელდება, როგორც ნაღდი, ასევე    უნაღდო ანგარიშსწორებით.

მუხლი 5

საზოგადოების მართვა

5.1 ორგანიზაციის მართვა ხორციელდება თვითმმართველობისა და   დემოკრატიის პრინციპებით;

5.2 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა ერთობლივად ეკისრებათ: ორგანიზაციის თავმჯდომარეს  და აღმასრულებელ დირექტორს;

5.3 ორგანიზაციის მართვისა და კონტროლის ორგანოებს წარმოადგენენ  საერთო კრება და გამგეობა;

მუხლი 6

საერთო კრება

    6.1 ორგანიზაციის უმაღლესი ორგ-ანოა ორგანიზაციის წევრთა საერთო კრება.

6.2 კრება იმართება წელიწადში ერთხელ მაინც და იგი მოიწვევა გამგეობის მიერ.

6.3 რიგგარეშე საერთო კრება მოიწვევა გამგეობის მიერ, ორგანიზაციის თავმჯდომარის მიერ საკუთარი ან ორგანიზაციის წევრთა ნახევარზე მეტის  ინიციატივით;

6.4 საერთო კრების მოწვევის შესახებ წევრებს წერილობით ეცნობებათ 14 დღით ადრე;

6.5 საერთო კრება უფლებამოსილად ითვლება თუ მას ესწრება ან მასზე წარმოდგენილია ორგანიზაციის წევრთა 1/4.

6.6 საერთო კრება გადაწყვეტილებას იღებს დამსწრეთა უმრავლესობით, გარდა ორგანიზაციის წესდებაში ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხებზე, რასაც ხმათა 1/4 ესაჭიროება.

6.7 ყველა წევრს აქვს თითო ხმა. იურიდიული პირი წარმოდგენილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ;

6.8 კენჭისყრა საერთო კრებაზე არის ღია, გარდა გამგეობის წევრების არჩევნებისა.

6.9 საერთო კრების კომპეტენციას განეკუთვნება:

5.9.1.  წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, რაზედაც უნდა ეცნობოს მარეგისტრირებელ ორგანოს;

5.9.2.  გამგეობის წევრების არჩევა;

5.9.3.  გადაწყვეტილების მიღება ორგანიზაციის ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის შესახებ;

5.9.4.  ორგანიზაციის გამგეობის ანგარიშის მოსმენა;

5.9.5.  სალიკვიდაციო ბალანსის დამტკიცება;

5.9.6.  სხვა საკითხები, რომლებიც წესდებით არ განეკუთვნება სხვა ორგანოთა უფლებამოსილებას.

6.10 საერთო კრებას ხელმძღვანელობს ორგანიზაციის თავმჯდომარე;

6.11 საერთო კრება გადაწყვეტილებებს იღებს დადგენილების სახით,     რომელსაც ხელს აწერს ორგანიზაციის თავმჯდომარე.

მუხლი 7

ორგანიზაციის გამგეობა

 7.1 ორგანიზაციის გამგეობას ირჩევს საერთო კრება 2 წლის ვადით. გამგეობა შედგება 4 წევრისგან;

7.2 გამგეობის წევრებად განისაზღვროს;

7.3 გამგეობის სხდომები იმართება 3 თვეში ერთხელ მაინც. რიგგარეშე სხდომა მოიწვევა ორგანიზაციის თავმჯდომარის მიერ საკუთარი ინიციატივით ან გამგეობის ორი წევრის  მოთხოვნით;

7.4  გამგეობა უფლებამოსილია თუ სხდომას ესწრება ოთხი წევრი მაინც;

7.5  გადაწყეტილება მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით;

7.6 გამგეობის წევრებს გამგეობის ჩატარების თარიღისა და დღის წესრიგის შესახებ ეცნობებათ სხდომამდე 14 დღით ადრე მაინც, ხოლო რიგგარეშე სხდომის  მოწვევის შემთხვევაში – დაუყოვნებლივ;

7.7 გამგეობა:

7.7.1. გამგეობის წევრთაგან ფარული კენჭისყრით ირჩევა ორგანიზაციის თავმჯდომარე;

7.7.2.      განაგებს ორგანიზაციის ქონებას;

7.7.3.      მოიწვევს საერთო კრებას და უზრუნველყოფს მის წარმართვას;

7.7.4.  იღებს გადაწყვეტილებებს ორგანიზაციის ფილიალების შექმნის შესახებ, ამტკიცებს მათ დებულებებსა და მათ ხელმძღვანელებს;

7.7.5.  ფარული კენჭისყრით წყვეტს ორგანიზაციის წევრად მიღებისა და წევრობის შეწყვეტის საკითხს;

7.7.6.  თავმჯდომარეს წარუდგენს განსახილველად:

7.7.6.1.   ორგანიზაციის მიერ განსახორციელებელ სამომავლო პროექტებს;

7.7.6.2.   ორგანიზაციის წლიურ ბიუჯეტსა და ფინანსურ გეგმას;

7.7.6.3.   ორგანიზაციის საქმიანობის ახალი მიმართულებით წარმართვის საკითხს.

7.8 გამგეობა გადაწყვეტილებებს იღებს დადგენილების სახით, რომელსაც    ხელს აწერს ორგანიზაციის თავმჯდომარე.

მუხლი 8

ორგანიზაციის თავმჯდომარე

8.1  ორგანიზაციის თავმჯდომარეს  2 წლით ირჩევს გამგეობა მორიგი საერთო კრების შემდეგ პირველსავე დღეს.

8.2 ორგანიზაციის თავმჯდომარის უფლებამოსილება იწყება არჩევის მომენტიდან და გრძელდება შესაბამისად ახალი თავმჯდომარის არჩევამდე;

8.3.  თავმჯდომარე:

7.3.1.  წარმართავს ორგანიზაციის საქმიანობას საწესდებო მიზნების მისაღწევად;

7.3.2.  წარმოადგენს ორგანიზაციას მესამე პირებთან ურთიერთობაში თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;

7.3.3.  მისი უფლებამოსილების ფარგლებში ხელს აწერს ორგანიზაციის ოფიციალურ დოკუმენტებს, ასევე ხელს აწერს ორგანიზაციის სახელით დადებულ ხელშეკრულებებს.

7.3.4.  ხელმძღვანელობს გამგეობის საქმიანობას;

7.3.5.  წარუდგენს გამგეობას აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე პირის დანიშვნისა და გათავისუფლების წინადადებებს, თანამდებობაზე ნიშნავს აღმასრულებელ დირექტორს გამგეობის თანხმობით;

7.3.6.  თანხმობას უცხადებს აღმასრულებელ დირექტორს დონორებთან მოლაპარაკების წარმოებაზე, პროექტების წარდგენას.

7.3.7.  მოისმენს აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციას ცენტრის პროგრამული საქმიანობის შესახებ;

7.3.8.  აწარმოებს კონსულტაციებს აღმასრულებელ დირექტორთან პრობლემების გადაწყვეტის ერთობლივი გზების ძიებისათვის;

8.4 ცენტრის თავმჯდომარის გადადგომის შემთხვევაში ახალი თავმჯდომარის არჩევამდე ასრულებს მის ფუნქციებს ასრულებს აღმასრულებელი დირექტორი.

8.5. აწარმოებს მოლაპარაკებას დონორებთან, წარმოადგენს პროექტებს და დებს საგრანტო ხელშეკრულებებს;

8.6.   ორგანიზაციის საერთო კრების ჩამოყალიბებამდე, გამგეობის წევრებს ორგანიზაციის წევრთა რიგებიდან იწვევს ორგანიზაციის დამფუძნებელი საკუთარი ინიციატივით 2 (ორი) წლის ვადით, ერთი და იგივე პირი თავმჯდომარედ შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. დამფუძვნებელს უფლება აქვს თავადვე იყოს გამგეობის ერთ-ერთი წევრი.

მუხლი 9

აღმასრულებელი დირექტორი

9.1. აღმასრულებელი დირექტორი არის ორგანიზაციის     წარმომადგენელი, რომელიც მართავს ცენტრის საქმიანობას. მისი წარმომადგენლობისა და ხელმძღვანელობის ფარგლები განისაზღვრება ამ წესდებით დადგენილი წესის შესაბამისად;

9.2 აღმასრულებელი დირექტორი:

9.2.1.  თავისი უფლებამოსილების ფარგლებში წარმოადგენს ორგანიზაციას მესამე პირებთან ქონებრივ და არაქონებრივ ურთიერთობებში;

9.2.2.  აწარმოებს მოლაპარაკებას დონორებთან, წარმოადგენს პროექტებს;

9.2.3.  ორგანიზებას უწევს თანამშრომელთა კონკურსს, დებს შრომით ხელშეკრულებებს თანამშრომლებთან ან სხვა დროებით დაქირავებულ პირებთან;

9.2.4.  თავმჯდომარესთან შეთანხმებით ამტკიცებს ყოველთვიურ, კვარტალურ თუ წლიურ გეგმებს;

9.2.5.  ყოველთვიურად წერილობით ინფორმაციას აწვდის თავმჯდომარეს პროგრამული საქმიანობის შესახებ;

9.2.6.  ახორციელებს პროგრამების მონიტორინგსა და შეფასებას.

9.2.7.  აღმასრულებელ დირექტორს ნიშნავს ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე, გამგეობის თანხმობით. აღმასრულებელ დირექტორთან იდება შრომითი ხელშეკრულება, რომელსაც ორგანიზაციის სახელით ხელს აწერს თავმჯდომარე.

9.3.  ორგანიზაციის საერთო კრების ჩამოყალიბებამდე, გამგეობის წევრებს ორგანიზაციის წევრთა რიგებიდან იწვევს ორგანიზაციის დამფუძნებელი საკუთარი ინიციატივით 2 (ორი) წლის ვადით, ერთი და იგივე პირი აღმასრულებელ დირექტორად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. დამფუძვნებელს უფლება აქვს თავადვე იყოს გამგეობის ერთ-ერთი წევრი.

მუხლი 10

ორგანიზაციის პასუხისმგებლობა

10.1. ხასელმწიფო, მისი ორგანოები და ორგანიზაციები პასუხს არ აგებენ ორგანიზაციის ვალდებულებების გამო. ორგანიზაცია პასუხს არ აგებს სახელმწიფო ორგანოების ვალდებულებების გამო;

10.2. ორგანიზაციის გამგეობის წევრები პასუხს აგებენ ორგანიზაციის კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებისთვის.

მუხლი 11

ორგანიზაციის საქმიანობის შეწყვეტა

11.1.   არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

11.2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ორგანიზაციი საერთო კრება.

11.3.   ლიკვიდაციის დროს უნდა დასრულდეს მიმდინარე საქმეები, დადგინდეს მოთხოვნები, დარჩენილი ქონება გამოიხატოს ფულში, დაკმაყოფილდნენ კრედიტორები და დარჩენილი ქონება გაუნაწილდეს უფლებამოსილ პირებს.

11.4.   გადაწყვეტილება საზოგადოების ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ უნდა დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში. ლიკვიდაციის პროცესი დაწყებულად ითვლება მისი რეგისტრაციის მომენტიდან.

11.5. ლიკვიდაციას ახორციელებს ხელმძღვანელობის უფლებამოსილების მქონე პირი (პირები) ან კანონით დადგენილი წესით დანიშნული ლიკვიდატორი. ლიკვიდატორი პასუხს აგებს, როგორც ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი.

11.6.  ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება სალიკვიდაციო კომისიის     მიერ გადაეცემა მსგავსი მიზნების მქონე არასამეწარმეო იურიდიულ     პირებს;

მუხლი 12

დასკვნითი დებულებები

12.1.   თუ ამ წესდების (დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმების) რომელიმე დებულება ბათილად იქნა ცნობილი, ეს გავლენას არ მოახდენს წესდების სხვა დებულებების ნამდვილობაზე.

12.2   ამ წესდებასა და საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას შირის არსებული შეუსაბამობის შემთხვევაში მოქმედებს კანონი.