ცესკომ და ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა ქცევის კოდექსს მოაწერეს ხელი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა დღეს ქცევის (ეთიკის) კოდექსს მოაწერეს ხელი. აღნიშნული დოკუმენტი 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის შემუშავდა და ის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციასა და ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციებს შორის პროფესიული და ეთიკური ნორმების დაცვის შესახებ შეთანხმებას გულისხმობს.
ეთიკის კოდექსი პირველად 2016 წლის 8 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის შემუშავდა და მას ხელი მოაწერეს როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ისე 23 ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა. ანალოგიურ დოკუმენტს ხელი მოეწერა 2017 წელსაც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისთვის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *