ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო), თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას, 15 ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციასა და 6 პოლიტიკურ პარტიას შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტზე ხელმომწერი მხარეები ადმინისტრაციული რესურსების შესახებ საარჩევნო კოდექსის ბუნდოვანი მუხლების (45-ე,48-ე, 49-ე მუხლები) ერთგვაროვან განმარტებაზე თანხმდებიან და ადასტურებენ, რომ ადმინისტრაციული და სასამართლო წარმოების დროს მემორანდუმში მითითებული განმარტებებით იხელმძღვანელებენ.

მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიის მმართველობის და სოციალური განვითარების ოფისის დირექტორი; როგორც ადამ სმიტმა განაცხადა, USAID-თვის დიდი პატივია ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან და სხვა ხელმომწერ მხარეებთან ერთად ამ ღონისძიებაში მონაწილეობა, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო პერიოდში თანაბარი გარემოს შექმნას და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების საკითხის დარეგულირებას, ამ პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და წინსვლას, – „ჩვენ მხოლოდ მოხარული ვართ, მხარდაჭერა გავუწიოთ ცესკოს, ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის – საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის დახმარებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც ახალი რეალობის შექმნას უწყობს ხელს, მინდა მივულოცო საქართველოს და ცესკოს და ჩვენ მზად ვართ თვალი მივადევნოთ და დავაკვირდეთ სანდო და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესს ამ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის“.

მემორანდუმზე ხელმოწერა და ამით მის პრინციპებთან მიერთება შეუძლია იმ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს და პარტიებს, ვინც იზიარებს მემორანდუმის მუხლებში მითითებულ განმარტებებს.

ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი საარჩევნო ადმინისტრაციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სამუშაო შეხვედრების საფუძველზე საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით შემუშავდა. IFES-ი მსგავსი მემორანდუმის გაფორმებას უკვე ბოლო რამდენიმე საარჩევნო ციკლია უწევს ფასილიტაციას, რაც საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეებისთვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

დოკუმენტს ხელს აწერენ:

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია;

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია;

არასამთავრობო ორგანიზაციები:

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი

სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი

საზოგადოებრივი დამცველი

სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი

ინსტიტუციური განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრი

დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი

საქართველოს პროფესიული განათლებისა და კვალიფიციური მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირი

ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისთვის

საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება

პოლიტიკური პარტიები:

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა – უფალია ჩვენი სიმართლე

ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის

მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველო

ევროპელი დემოკრატები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *