ინფორმირებული ამომრჩევლები დემოკრატიული არჩევნებისთვის

2018 წლის 1 აგვისტოდან ,,საზოგადოებრივი დამცველი” ახორციელებს პროექტს ,,ინფორმირებული ამომრჩევლები დემოკრატიული არჩევნებისთვის”. 
პროექტი მიზნად ისახავს 2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის თბილისის სამ ლოკაციაზე (დიდუბე-ჩუღურეთი, გლდანი-ნაძალადევი, ისანი-სამგორი) ამრჩეველთა ინფორმირებულობის გაზრდას საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიის გზით.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 29 აგვისტოს, გაიმართა მეორე საინფორმაციო შეხვედრა გლდანის ტერიტორიაზე. ამომრჩევლები იღებენ ინფორმაციას არჩევნების გზით ქვეყნის მართვის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობის საკითხებზე და საარჩევნო უფლებების რეალიზების საკანონმდებლო მექანიზმებზე. პროექტის შედეგად მოხდება ამომრჩეველთა მოტივაციის ამაღლება და მათი წახალისება არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *